Integration Service

ინტეგრაციის სერვისი
თიბისი ბანკი გთავაზობს ინტეგრაციის სერვისს, რომლის მეშვეობით შენი საბუღალტრო სისტემა პირდაპირ დაუკავშირდება თიბისი ბანკის ბიზნეს ინტერნეტ ბანკს.

შენ აღარ მოგიწევს ინტერნეტბანკიდან საბანკო ინფორმაციის ხელით გადატანა შენს საბუღალტრო სისტემაში
როგორ ვისარგებლო სერვისით:
ინტეგრაციის სერვისის შესაძლებლობები:
ტარიფები:
ინტეგრაციის სერვისის სტანდარტ და სტანდარტ+ პაკეტების ღირებულება:

  • რეგისტრაცია - 20 ლარი
  • დიჯიპასი - 85 ლარი
  • კვარტლური ღირებულება - 100 ლარი

  • ინტეგრაციის სერვისის არასტანდარტული პაკეტის ღირებულება:

  • რეგისტრაცია - 20 ლარი
  • დიჯიპასი - 85 ლარი
  • კომპანიებზე, რომლებიც ახორციელებენ გადახდის/გადარიცხვის სერვისების მიწოდებას; აზარტულ თამაშებთან, კრიპტო ვალუტასთან, ელექტრონულ ფულთან დაკავშირებულ ტრანზაქციებს, ასევე კომპანიებზე, რომლებიც მნიშვნელოვნად იყენებენ საბანკო ინფრასტრუქტურას, ასრულებენ მატერიალური ოდენობით ოპერაციებს, საჭიროებენ სპეციალურ შეთავაზებებს ან/და არასტანდარტულ მხარდაჭერას, მოქმედებს შემდეგი საკომისიო: ტრანზაქციების მოცულობის 1% - მინიმუმ თვეში 100 ლარი.

    დანარჩენ შემთხვევაში მოქმედებს ფიქსირებული თვიური საკომისიო — 100 ლარი.


  • *სტანდარტ სერვისი - ნებისმიერ ტრანზაქციაზე/ოპერაციაზე, საჭიროა Digipass-ის მიერ დაგენერირებული ერთჯერადი კოდის გამოყენება.

    *სტანდარტ+ და არასტანდარტული სერვისები - Digipass-ის მიერ დაგენერირებული ერთჯერადი კოდის გამოყენება საჭიროა მხოლოდ მომხმარებლის პაროლის შესაცვლელად. აუტენტიფიკაციის დამატებით მეთოდად, გამოიყენება ციფრული სერთიფიკატი.

    ERP სისტემების მომწოდებელი პარტნიორი კომპანიები:
    ინტეგრაციის სერვისით სარგებლობა შეუძლიათ იურიდიულ პირებს, რომლებიც სარგებლობენ შემდეგი ERP სისტემებით, ან აქვთ საკუთარი ERP სისტემა. ინტეგრაციის სერვისით სარგებლობა შეუძლიათ ასევე იმ კომპანიებს, რომლებიც სარგებლობენ საერთაშორისო ERP სისტემებით (SAP, IFS, Exact, Navision, 1C და ა.შ)
    უსაფრთხოება:
  • საბუღალტრო სისტემასა და ბანკს შორის კავშირის დროს, მონაცემების გადაცემა ხორციელდება დაშიფრული სახით (გამოიყენება TLS 1.2 პროტოკოლი);
  • თქვენი საბუღალტრო სისტემიდან საგადახდო დავალებების ჩატვირთვისას და ტრანზაქციების ისტორიის მოთხოვნის დროს, თქვენ შეგყავთ ბანკის მიერ გადმოცემული მომხმარებლის სახელი, პაროლი და ერთჯერადი კოდი (ე.წ. Digipass კოდი);
  • დამატებით უსაფრთხოებისთვის, სერვისით ატვირთული საგადახდო დავალებები სრულდება მხოლოდ ინტერნეტბანკში ავტორიზაციის შემდეგ.