წესები და პირობები
წესები და პირობები
1. ზოგადი დებულებები
წინამდებარე წესები და პირობები არეგულირებს www.developers.tbcbank.ge ვებგვერდზე განთავსებული თიბისი ბანკის ღია API-ს განვითარების პორტალზე („დევპორტალი“/“პორტალი“) რეგისტრაციის, მათ შორის იმ ინსტრუმენტებისა დ აპლიკაციების წვდომისა და გამოყენების წესებს, რომელიც პერიოდულად თიბისი ბანკის გადაწყვეტილებით იქნება ხელმისაწვდომი. წინამდებარე წესებისა და პირობების მიზნებისათვის, თიბისი ბანკი გულისხმობს სს „თიბისი ბანკს“ (მარჯანიშვილის ქ.N7, 0102, თბილისი, საქართველო, ს/კ 204854595).
გთხოვთ, პორტალის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე გამოყენების წესებს.
რეგისტრაციის ფორმაში “ვეთანხმები წესებს და პირობებს”- მონიშვნით თქვენ ასევე ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკას.
ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს პორტალიით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. თიბისი ბანკი უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ წესებსა და პირობებში მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. ზემოთხსენებული ცვლილების შემდეგ პორტალის გამოყენების გაგრძელება ჩაითვლება მომხმარებლის თანხმობად ცვლილებებზე. თქვენი პასუხისმგებლობაა, პერიოდულად შეამოწმოთ წესების განახლებები.
2. ტერმინთა განმარტება
წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:
2.1 პირადი ანგარიში - ნიშნავს მომხმარებლის მიერ პორტალზე რეგისტრირებულ ანგარიშს;
2.2 ავტორიზაცია - ნიშნავს მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წვდომას და მოიცავს წინამდებარე წესების და პირობების მე-5 მუხლით განსაზღვრულ ნებისმიერ ქმედებას;
2.3 ვებგვერდი - ნიშნავს www.developers.tbcbank.ge, რომლის მეშვეობითაც ხდება მომხმარებლის მიერ კომპანიის პროდუქტების/სერვისების მიღება;
2.4 კომპანია, ჩვენ ან ჩვენი - ნიშნავს სს „თიბისი ბანკს“. რომელიც რეგისტრირებულია და არსებობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო კოდი: 204854595, რეგისტრირებული მისამართი: მარჯანიშვილის ქ. N7, თბილისი, 0102, საქართველო;
2.5 მომხმარებელი, მომხმარებლები - ნიშნავს ჩვენს პორტალზე რეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, ცალ-ცალკე და ერთად; წინამდებარე წესებისა და პირობების მიზნებისათვის, მომხმარებელი არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე.
2.6 მხარეები - ნიშნავს კომპანიას და მის მომხმარებლებს;
2.7 საკონტაქტო ინფორმაცია - მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი.
2.8 უნივერსალური იდენტიფიკატორები - მომხმარებლის მიერ კომპანიისთვის მიწოდებული მონაცემების ერთობლიობა (სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი , რომელთაც იგი უთითებს იდენტიფიკაციის სისტემაში და რის საშუალებითაც შესაძლებლობა ეძლევა ისარგებლოს კომპანიის რიგი დისტანციური მომსახურებებით ან/და დისტანციური პროდუქტის არხებით;
2.9 წვდომის კოდ(ებ)ი - კოდები, პაროლები, მომხმარებლის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი, უნივერსალური იდენტიფიკატორები და/ან სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც კომპანიამ შესაძლოა მიაწოდოს კლიენტს პორტალის წვდომისათვის;
2.10 ხელშეკრულება - მომხმარებლებსა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს და მის დანართებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
სადაც კონტექსტი ამის საშუალებას იძლევა, მხოლობითი რიცხვის აღმნიშვნელი სიტყვები ნიშნავს მრავლობითს და პირიქით.
3. განცხადებები და გარანტიები
წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ:
3.1 მომხმარებელი არის დამოუკიდებელი კონტრაქტორი და არ წარმოადგენს კომპანიის დასაქმებულს, პარტნიორს ან/და აგენტს. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაციის შინაარსა და სისწორეზე, აგრეთვე პორტალის საშუალებით მომხმარებლის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე;
3.2 კომპანია თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, რომელიც შეიძლება მოჰყვეს მომხმარებლის ნებისმიერ ქმედებას, მომხმარებლის მიერ რომელიმე ხელშეკრულების, მათ შორის ამ წესებისა და პირობების დარღვევას, მოქმედ კანონმდებლობასა და რეგულაციებთან შეუსაბამობას და ა.შ.
3.3 არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი ან 18 წლის ასაკს მიღწეული ფიზიკური პირი.
3.4 გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს თიბისი ბანკის ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;
3.5 მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება (ან მიიღებს შესაბამის უფლებამოსილებას) იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
3.6 გაეცნო ამ წესებსა და პირობებს და შინაარსი არის მისთვის მისაღები;
3.7 მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი;
3.8 მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);
3.9 პირადი ანგარიშის გახსნისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან;
3.10 მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული თიბისი ბანკის ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ თიბისი ბანკისთვის წარდგენილი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული;
3.11 იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს;
3.12 თანახმაა, პირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, თიბისი ბანკმა, მის მიერ გაცემული თანხმობის ფარგლებში მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები;
3.13 მომხმარებელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს კომპანიას ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა;
3.14 კომპანია ხელშეკრულებას დებს ამ პირობებში მოცემულ განცხადებებსა, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია კომპანიის მიერ ხელშეკრულებით და პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი პროდუქტის მიწოდებაზე ან/და მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად;
3.15 მომხმარებელი ადასტურებს, რომ არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც:
3.15.1 არღვევს მომსახურების პირობებს, კომპანიის კონფიდენციალურობისა და ვებგვერდის გამოყენების პირობებსა და სტანდარტებსა;
3.15.2 არის უკანონო, დამაბნეველი, დისკრიმინაციული ან თაღლითური;
3.15.3 არღვევს ან ლახავს სხვების უფლებებს;
3.15.4 შეიცავს ვირუსებს ან მავნებელ კოდებს ან ნებისმიერ ინფორმაციას, რაც ზღუდავს, ართულებს ან აზიანებს ვებგვერდის/აპლიკაციის, ან მისი კონტენტის ან ჩვენი სერვისების სათანადო მუშაობას ან გამართულობას;
3.15.5 მომხმარებელს ანიჭებს უნებართვო წვდომის ან ჩვენი ვებგვერდიდან ავტომატური საშუალებების გამოყენებით (ჩვენი წინასწარი თანხმობის გარეშე) ინფორმაციის შეგროვების ან ისეთ ინფორმაციაზე წვდომის საშუალებას, რაზედაც მომხარებელს კომპანიისგან ნებართვა არ მიუღია.
3.16 კომპანია არ არის პასუხისმგებელი, მათ შორის:
3.16.1 მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაციის შინაარსზე; აგრეთვე, აღნიშნულის საფუძველზე არაჯეროვანი შესრულებლით ან შეუსრულებლობით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე;
3.16.2 მომხმარებლის მიერ კომპანიისთვის მიწოდებული პირადი მონაცემების სიზუსტეზე და ასეთი უზუსტობით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე;
3.16.3 ნებართვის/ლიცენზიის/სერთიფიკატის არსებობაზე, თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია მისი არსებობა;
3.16.4 მომხმარებლის მიერ მესამე პირებისთვის მიყენებულ ზიანზე.
3.17 მომხმარებლებს შორის რაიმე სახის გაუგებრობის/პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, კომპანია სრულად თავისუფლდება ნებისმიერი მოთხოვნისაგან, რომელიც მხარეებს შესაძლოა ერთმანეთის მიმართ წარმოეშვათ.
3.18 მომხმარებელი აცნობიერებს და ადასტურებს, რომ:
3.18.1 ვებგვერდის დიზაინზე, პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრებზე, ძირითად პროგრამულ კოდზე, პროგრამული უზრუნველყოფასა და სხვა მასალაზე ვრცელდება საავტორო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და შესაბამისად, ექვემდებარება დაცვას;
3.18.2 არ გამოიყენებს რაიმე პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით მომსახურების გამოყენებასთან მიმართებაში;
3.18.3 იქ, სადაც გთავაზობთ მესამე მხარის პროდუქციასა და მომსახურებაზე წვდომას, ან ჰიპერბმულებს ვებგვერდებზე, ამას ვაკეთებთ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი ინფორმაცია ან საკითხები შეიძლება გამოსადეგი იყოს ჩვენი ვებგვერდის მომხმარებელთათვის. ასეთი ბმულები არ წარმოადგენს მესამე მხარის მიერ ამ ვებგვერდზე განთავსებული მოსაზრებების, იდეების, პროდუქტების, ინფორმაციის ან სერვისების დადასტურებას. თქვენ იყენებთ მესამე მხარის ინფორმაციას ან /და ბმულს თქვენი რისკით და ჩვენ არ ვიღებთ (ვადასტურებთ) პასუხისმგებლობას ან ვალდებულებას ამ მესამე მხარის ინფორმაციის ან/და საიტების შინაარსის, გამოყენების ან ხელმისაწვდომობის შესახებ. ჩვენ არ ვადასტურებთ ასეთი მესამე მხარის მონაცემებს ან ინფორმაციის შინაარსს ან სიზუსტეს და არც იმის გარანტიას ვიძლევით, რომ ასეთი შინაარსი თავისუფალია საავტორო, სასაქონლო ნიშნის ან მესამე მხარის სხვა უფლებების დარღვევისაგან ან ასეთი მონაცემების შინაარსი თავისუფალია ვირუსების ან სხვა მავნებლობისგან. შესაბამისად, ჩვენ არ ვიძლევით არავითარ გარანტიას ან წარმომადგენლობას და არ გვეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერი მესამე მხარის მიერ მოწოდებული ნებისმიერ ელექტრონულ ინფორმაციაზე(მის შინაარსზე), მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ნებისმიერი ელექტრონული შინაარსის სიზუსტის, საგნის, ხარისხის ან დროულობის თაობაზე.
4. პორტალზე რეგისტრაცია
4.1 პორტალი წარმოადგენს თიბისი ბანკის დისკრეციულ შეთავაზებას. კომპანიის პროდუქტებით სარგებლობისათვის, მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს პორტალზე. თიბისი ბანკი იტოვებს უფლებას დაადასტუროს რეგისტრაციის მოთხოვნა ან უარი თქვას თქვენი აპლიკაციის მიღებაზე საკუთარი შეხედულებისამებრ, მიზეზების განმარტების გარეშე. თქვენ თანხმობას აცხადებთ, აცნობოთ თიბისი ბანკს რეგისტრაციასთან დაკავშირებული ყველა არსებული ან შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის ფაქტის თაობაზე (მაგ., თუ დასაქმებული ან დაკავშირებული ხართ თიბისი ბანკის კონკურენტთან ან სხვა ფინანსურ ინსტიტუტთან). რეგისტრაციასთან დაკავშირებით თქვენ მიერ მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია უნდა იყოს სწორი და სრულყოფილი და თქვეენ ხართ პასუხისმგებელი, უზრუნველყოთ აღნიშნული ინფორმაციის განახლება რეგისტრაციის სრული ვადის განმავლობაში. წარმატებული რეგისტრაციის შემდგომ, თქვენ მიიღებთ წვდომის კოდებს. წვდომის კოდები არის თიბისი ბანკის საკუთრება და თქვენ გენიჭებათ აღნიშნული კოდების გამოყენების არაგადაცემადი უფლება მხოლოდ პორტალზე წვდომის მიზნით. თქვენი ვალდებულებაა, კონფიდენციალურად შეინახოთ წვდომის კოდები და არ გაყიდოთ, გადასცეთ ან სხვაგვარად გაუმჟღავნოთ წვდომის კოდები ნებისმიერ სხვა პირს ან სხვა მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის ცნობილი გახდება წვდომის კოდების გამჟღავნების ფაქტის თაობაზე, ან ამგვარი ეჭვის არსებობისას, თქვენ ვალდებული ხართ, აცნობოთ თიბისი ბანკს (---------------) დაუყოვნებლივ. წინამდებარე ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს როგორც მომხმარებლის პირადი ანგარიშის უსაფრთხოების დარღვევას, ისე პასუხისმგებლობას ნებისმიერი ზიანისთვის.
4.2 თქვენ არ უნდა სცადოთ წვდომის კოდების ან თიბისი ბანკის სხვა ნებისმიერი უსაფრთხოების მექანიზმის გვერდის ავლა ან ცვლილება, რომელიც დაკავშირებულია პორტალთან.
4.3 მომხმარებლის მიერ კომპანიის პროდუქტებით სარგებლობისთვის:
4.3.1. მომხმარებელი შედის ვებგვერდზე www.developers.tbcbank.ge
4.3.2. შესვლა -> ანგარიშის შექმნის ღილაკის მონიშვნისას, მომხმარებელი რეგისტრაციის ფანჯარაში უთითებს სახელს, გვარს, ელექტორნული ფოსტის მისამართსა და პაროლს და ნიშნავს „ვეთანხმები წესებსა და პირობებს და პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკას“.
4.4 მომხმარებელი იღებს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი სახელითა და მითითებით ახორციელებს წვდომას მომხმარებლის ანგარიშზე, იგულისხმება, რომ მას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება, მომხმარებელს დააკისროს განსაზღვრული ვალდებულებები. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მესამე პირის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე წვდომისას დამდგარ ზიანზე;
4.5 კომპანია იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მომხმარებლის მიერ მითითებული ინფორმაციის სისწორის დადასტურება ან დოკუმენტაციის ან სხვაგვარი მტკიცებულებების წარდგენა.
5. ავტორიზაცია
5.1 ანგარიშის რეგისტრაციისა შემდეგ, ვებგვერდის გამოყენების მიზნით მომხმარებელი გადის ავტორიზაციას.
5.2 ავტორიზაცია ხორციელდება მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული ელ-ფოსტისა და პაროლის საშუალებით.
6. კომპანიის პასუხისმგებლობის შეზღუდვა
6.1 თქვენ თანხმდებით, რომ თავისუფალი ხართ არჩევანში ისარგებლოთ თუ არა ვებგვერდით ან/და კომპანიის პროდუქტებით და ამას აკეთებთ თქვენი შეხედულებით, დისკრეციითა და რისკით.
6.2 ჩვენ უზრუნველვყოფთ პროდუქტების მოწოდებას/მომსახურების გაწევას შესაბამისი კვალიფიკაციითა და ზრუნვით და წინამდებარე შეთანხმებაში აღწერილი პირობების შესაბამისად. ჩვენ არავითარ სხვა დაპირებასა და გარანტიას არ ვიძლევით მომსახურებასთან ან რაიმე პროდუქტთან ან სერვისთან დაკავშირებით, რომელიც შეადგენს მომსახურების ნაწილს, შესაბამისად, გამოვრიცხავთ (კანონით დადგენილ ფარგლებში) ჩვენს პასუხისმგებლობას აღნიშნულთან დაკავშირებით (მათ შორის, ნაგულისხმევ გარანტიებს, დამაკმაყოფილებელ ხარისხს ან/და თქვენს მიზნებთან შესაბამისობას) კერძოდ, ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ ვებგვერდი ან/და მომსახურება იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი ან არ ექნება პროგრამული შეცდომები, ვირუსები ან სხვა შეცდომები.
6.3 კომპანია არ არის პასუხისმგებელი თქვენს ან ნებისმიერი პირის წინაშე სახელშეკრულებო, გაუფრთხილებელი, დელიქტური ან სხვა სახით, ნებისმიერი დანაკარგისა და ზიანისთვის, რომელიც წარმოიშვა, ან რაიმე ფორმით დაკავშირებული არის, თქვენს ან ნებისმიერ მესამე პირის მიერ მომსახურების გამოყენებასთან, პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ზიანი ბიზნესის დაკარგვისთვის, მოგების დაკარგვისთვის (მათ შორის მოსალოდნელი მოგების დაკარგვის ან მიუღებლობისთვის) ბიზნეს საქმიანობის შეწყვეტისთვის, ან სხვა ფულადი ან არსებითი/ნივთობრივი დანაკარგისთვის. კომპანიის პასუხისმგებლობა მომხმარებლის წინაშე ვრცელდება კომპანიის ვალდებულებების განზრახ, ბრალეულ დარღვევაზე და გულისხმობს ამგვარი დარღვევის შედეგად დამდგარი პირდაპირი ზიანის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანაზღაურების ვალდებულებას.
6.4 კომპანია არ არის პასუხისმგებელი თქვენს ან ნებისმიერი პირის წინაშე, სახელშეკრულებო, გაუფრთხილებელი, დელიქტური ან სხვა სახით, დანაკარგისა და ზიანისთვის რომელიც წარმოიშვა, ან რაიმე ფორმით დაკავშირებული არის, თქვენს მიერ საიტზე არსებული ნებისმიერი ბმულის გამოყენებასთან. კომპანია არ არის პასუხისმგებელი ინტერნეტ ვებგვერდის ბმულის შინაარსზე, რომელზეც გადამისამართდებით ვებგვერდიდან ან მისი მომსახურებიდან.
6.5 თქვენ ადასტურებთ, რომ კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი თქვენს ან მესამე პირის წინაშე რაიმე ცვლილების, მომსახურების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში.
6.6 თქვენ ეთანხმებით, რომ იმ შემთხვევაში, თუ მომსახურება, რომელიც ეკუთვნის კომპანიას ან მომსახურების მომწოდებლებს ან ვებგვერდს, არ იმუშავებს გამართულად, ოპერაციის, ტრანზაქციის ან ტრანსმისიის შეფერხების ან შეწყვეტის, მონაცემების ან კონტაქტის ან ხაზების დაკარგვის ან დაზიანების, მესამე პირთა მიერ საიტის ან მისი შემადგენლობის მესამე პირთა მიერ უკანონო გამოყენების, ან ნებისმიერ ჩვენს კონტროლს მიღმა არსებული გარემოების შემთხვევაში:
6.6.1 კომპანია არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერი დანაკარგისთვის, მათ შორის მოგების დაკარგვისთვის, რომელიც გამოიწვის ზემოაღნიშნულმა, და ასეთი დანაკარგი არ ანაზღაურდება;
6.6.2 თუ რაიმე ასეთი შეცდომა გამოიწვევს თქვენი მოგების ან თქვენთვის გადასახდელი მოგების გაზრდას, თქვენ არ გაქვთ უფლება მიიღოთ ასეთი მოგება. თქვენ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოთ კომპანიას ასეთი შეცდომის შესახებ და დაუბრუნოთ კომპანიას ასეთი შეცდომის შედეგად თქვენს ანგარიშზე ჩარიცხული ყველანაირი მოგება (კომპანიის მითითების შესაბამისად) ან კომპანიამ შესაძლოა, თავისი შეხედულებისამებრ, ჩამოგაჭრათ თქვენი ანგარიშიდან აღნიშნული მოგების ოდენობითი თანხა.
7. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა
7.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მომხმარებლის მიერ ამ წესებსა და პირობებზე და პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკაზე თანხმობის გაცხადების შემდეგ და ძალაში რჩება მომხმარებლის რეგისტრაციის გაუქმებამდე.
7.2 ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით ან/და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
7.3 თიბისი ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, თქვენი წინასწარი ინფორმირების გარეშე, შეწყვიტოს ხელშეკრულება და თქვენი წვდომა პორტალზე თქვენ მიერ წინამდებარე წესებისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში. ხელშეკრულების შეწყვეტისას, წესებითა და პირობებით მინიჭებული უფლებების მოქმედება ავტომატურად წყდება.
8. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი
8.1 წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
8.2 მხარეთა მიერ, პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია ქ. თბილისი;
8.3 წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკითხებთან დაკავშირებით უთანხმოების ან დავის არსებობის შემთხვევაში, კომპანია და მომხმარებელი შეეცდებიან სადავო საკითხით მოლაპარაკების გზით გადაწყვეტას. მოლაპარაკების გზით გადაწყვეტის შეუძლებლობის შემთხვევაში, დავა განსახილველად გადაეცემა საქართველოს სასამართლოს.
9. პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის პოლიტიკა
9.1 გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკას. ჩვენს ვებგვერდზე შესვლით და ვებგვერდით სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკას და ჩვენი ვებგვერდით სარგებლობის ყველა პირობას.
9.2 პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკა ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებულ და კომპანიაში არსებულ მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც კომპანია უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვასა და დამუშავებას.
9.3 კომპანია მაქსიმალურად ზრუნავს თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და გაუმჟღავნებლობაზე, მაგრამ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ თქვენი მონაცემების დისტანციურად მოწოდების პროცესი არ არის დაშიფრული, კომპანია არ არის პასუხისმგებელი მესამე პირების მიერ თქვენი მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე ამ მონაცემების მიწოდების დროს.
10. წინამდებარე პირობებში ცვლილებების შეტანა
10.1 წინამდებარე წესები და პირობები შესაძლებელია დაექვემდებაროს ცვლილებებს. ცვლილებები განხორციელებულ იქნება კომპანიის მხრიდან მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე, თუმცა, წესებსა და პირობებში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, მომხმარებელმა მომსახურების შეუფერხებლად მიღების გასაგრძელებლად ხელმეორედ უნდა განაცხადოს მათზე თანხმობა.
11. ერთიანი ხელშეკრულება
11.1 წინამდებარე წესები და პირობები მომხმარებლებსა და კომპანიას შორის დადებულ სხვა ხელშეკრულებებთან ერთად წამოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას ვებგვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებით და ანაცვლებს ვებგვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებულ ყველა წინარე და პარალელურ რეჟიმში განხორციელებულ კომუნიკაციას, აღქმას, ასევე წერილობით ან ზეპირ განცხადებებსა და გარანტიებს.
12. გარდამავალი დებულებები
12.1 წინამდებარე პირობებში აღნიშნული სათაურები გამოიყენება მხოლოდ მოხერხებულობისთვის და არ აქვს ზეგავლენა პირობების განმარტებასა და ინტერპრეტაციაზე;
12.2 კომპანია უფლებამოსილია, სათანადო საფუძვლის არსებობისას ან/და ლეგიტიმური მიზნით, მოსთხოვოს მომხმარებელს, ხოლო ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია თიბისი ბანკს მიაწოდოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია და ასევე წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებსაც კომპანია მოითხოვს ან განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით;
12.3 თუ წინამდებარე პირობების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე;
12.4 მომხმარებელი კომპანიის წერილობითი თანხმობის გარეშე, არ არის უფლებამოსილი ამ პირობებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები გადასცეს ან ვალდებულებები გადააკისროს სხვა პირს;
12.5 იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული პირობებით, მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთახმებული პირობებით;
13. ინტელექტუალური საკუთრება
13.1 პორტალი წარმოადგენს თიბისი ბანკის საკუთრებას და დაცულია ინტელექტუალური საკუთრების მოქმედი კანონმდებლობით. თიბისი ბანკი რეგისტრაციისთანავე მოგანიჭებთ შეზღუდულ, არაექსკლუზიურ, არაგადაცემად, გაუქმებად უფლებას, გამოიყენოთ პორტალი თქვენი რეგისტრაციის ვადის განმავლობაში, იმ ფარგლებში და იმ მიზნით, რამდენადაც ეს აუცილებელია წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად.
13.2 თქვენ თიბისი ბანკს მიანიჭებთ შეზღუდულ და არაექსკლუზიურ უფლებას, გამოიყენოს ობიექტის კოდი და სხვა შინაარსი, რომელსაც ატვირთავთ, ან აპროგრამებთ პორტალზე იმ ფარგლებში და იმ მიზნით, რამდენადაც ეს აუცილებელია იმისთვის, რომ თიბისი ბანკმა გააგრძელოს პორტალის ფუნქციონირება. თქვენ ადასტურებთ, რომ ფლობთ ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს თქვენს მიერ პორტალზე ატვირთულ ან პროგრამირებულ ნებისმიერ შინაარსზე და რომ ეს შინაარსი არ არღვევს ნებისმიერი მესამე მხარის ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს. თქვენ იღებთ სრულ პასუხისმგებლობას ამგვარ შინაარსზე და თიბისი ბანკი გამორიცხავს ნებისმიერ პასუხისმგებლობას აღნიშნულთან მიმართებაში. თქვენ ვალდებული ხართ, აუნაზღაუროთ თიბისი ბანკს მესამე მხარის მიერ ამგვარი შინაარსის ან ნებისმიერი სხვა მასალის გამოყენებული მასალის გამო მასზე წამოყენებული პრეტენზიის ან საჩივრის საფუძველზე მიყენებული ნებისმიერი ზიანი.
14. პორტალი
14.1 კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა API პროდუქტს, ისევე როგორც რესურსებს (სემპლ კოდებს, SDK-ებს, სატესტო გამოძახებებს, ვიდეოტუროტიალებს და სხვა).
14.2 API პროდუქტებით სარგებლობისათვის, მომხმარებელმა საკუთარი აპლიკაცია სავალდებულო წესით უნდა დაარეგისტრიროს პირად ანგარიშზე.
14.3 აპლიკაციის რეგისტრაციის შემდეგ, მომხმარებელი უთითებს აპლიკაციის სახელსა და მის მოკლე აღწერას.
14.4 თანხმობის ღილაკის მონიშვნით, მომხმარებელს შეუძლია გაააქტიუროს ან გააუქმოს კონკრეტული API პროდუქტი. API პროდუქტის გასაღების მისაღებად, მომხმარაბელი უნდა დარწმუნდეს, რომ API სტატუსი აქტიურია.
14.5 კომპანია უფლებამოსილია ზოგიერთი რესურსი, როგორიცაა სემპლ კოდები, SDK-ები, სატესტო გამოძახებები ან/და ვიდეოტუროტიალები მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს „რესურსების“ ჩამოსაშლელ მენიუში. ზოგიერთი ასეთი რესურსი შესაძლოა ხელმისაწვდომი იყოს ვებგვერდის ნებისმიერი ვიზიტორისათვის, ხოლო ზოგიერთზე წვდომის უფლება ექნებათ მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს. კომპანია იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს ერთპიროვნულად სრულად ან ნაწილობრივ შეცვალოს „რესურსების“ შინაარსი, მომხმარებლის შეტყობინების გარეშე. კომპანია გამორიცხავს ნებისმიერ პასუხისმგებლობას განთავსებული რესურსების სრულყოფილებასა და სიზუსტესთან დაკავშირებით.
☐ წინამდებარე ხელშეკრულებაზე ელექტრონული ხელმოწერით ვადასტურებ, რომ გავეცანი წესებსა და პირობებს, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკას და ვეთანხმები მათ.